Travelport-ის ახალი კვლევის თანახმად, მგზავრების უმეტესობის (63%) მთავარი კრიტერიუმი ფრენის დაჯავშნისას არის უფასო ბარგის უფასო ნორმა/ზომა. გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 1700 მოგზაურმა მიიღო, რომლებმაც ერთხელ მაინც იფრინეს ბოლო 12 თვის განმავლობაში.
მეორე ყველაზე პოპულარული პასუხი (50%) იყო მოქნილი ცვლილებისა და გაუქმების პოლიტიკა, ასევე ბორტზე ადგილის თავისუფალი არჩევანი.
ეს სამი მთავარი ფაქტორი უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა ვარიანტები, მათ შორის ფეხების დასადგამი ადგილი, Wi-Fi და ფრენის დროს გასართობი. ექსპერტების თქმით, მოგზაურებს სურთ, რომ გამოყოფილი სერვისები დაიფაროს ავიაბილეთის ღირებულებაში.
სხვათა შორის, ბევრი დაბალბიუჯეტიან გადამზიდავს, რომელიც ცნობილია თავისი à la carte ფასებით და საბაზო ბილეთზე დამატებითი გადასახადებით, კარგად ესმის ეს ტენდენცია და ცვლის პოლიტიკას მგზავრების პრეფერენციების შესაბამისად. ბოლო თვეების განმავლობაში Frontier Airlines-მა და Spirit Airlines-მა უარი თქვეს ჯავშნის ცვლილებების საფასურზე და მგზავრობის ახალი სატარიფო გეგმები წარმოადგინეს, რომლებიც მოიცავს ადგილების არჩევას და ბარგის ნორმებს. JetBlue-მა შემოიტანა უფასო ხელბარგის ვარიანტი ეკონომ კლასის ბილეთებისთვის, რომელიც ადრე შემოიფარგლებოდა ზომით “არაუმეტეს ზურგჩანთა”.