საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით ბოლოდროინდელი მაჩვენებლები პოზიტიურია. EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორის იმონ ბრენანის განმარტებით, პოზიტიური დინამიკა სახეზეა როგორც აფრენა-დაფრენების რაოდენობის, ისე საჰაერო სივრცის გამოყენების კუთხით.

EUROCONTROL-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, 2021 წელს, გლობალურ და ადგილობრივ დონეზე ვაქცინაციის პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება და მომავალ წელსვე 120%-მდე გაიზრდება, თუ ვაქცინაციის პროცესი 2022 წელს წარიმართება წარმატებით, საჰაერო მიმოსვლა გაუმჯობესებას 2023 წლამდე 105%-ით შეძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გამწვავდება და ვაქცინაციის პროცესი დროში გახანგრძლივდება პირვანდელ ნიშნულს ავიაცია მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ EUROCONTROL-ის ​გასულ წლის პროგნოზებით, საქართველო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებდა.