საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, როგორი იქნება COVID-19-ის გავრცელება სექტემბერში.
„ეს არის გლობალური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში, როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც ამ მომენტისთვის არის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდინფექციის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, – განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.