კომპანია Vinci Airports-მა (რომელიც ფრანგული Vinci SA-ს ჯგუფში შედის) ლონდონის გატვიკის აეროპორტის აქციათა საკონტროლო პაკეტის (50,01%) შეძენაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. გარიგების ღირებულებამ £2.9 მლრდ. ($3,8 მლრდ) შეადგინა.
აღნიშნული აქტივის შეძენით, Vinci Airports-ი მსოფლიოს რიგით მეორე ოპერატორი ხდება, რომელიც წლის განმავლობაში 240 მლნ მგზავრს მოემსახურება, საიდანაც 46 მლნ მგზავრო გატვიკის აეროპორტის საშუალო მგზავრთნაკადია.

დღეისათვის Vinci Airports-ი მსოფლიოს 12 ქვეყანაში 46 აეროპორტს მართავს.

თავად გატვიკი კი ლონდონის სიდიდით მეორე აეროპორტია ჰითროუს აეროპორტის შემდეგ. 2019 წლის პირველ კვარტალში გატვინის აეროპორტის მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა.