კიდევ ერთი ფანტასტიკური ჟანრის ქმნილება, რომელიც რეალობა ხდება.
ფრანგულმა კომპანიამ, Akka Technologies-მა ახალი ბოინგი Link & Fly შექმნა, რომელიც ამავდროულად, მატარებელიცაა.
Bloomberg-ი წერს, რომ თვითმფრინავი მიწაზე დაშვებისას მატარებლად გარდაიქმნება, რომელიც ლიანდაგზე იწყებს მოძრაობას და მგზავრებს არა აეროპორტში, არამედ სასურველ სარკინიგზო სადგურებზე დატოვებს.
ბევრად ეფექტურ, ნაკლებად დამაბინძურებელ და ნაკლებად ხმაურიან Link & Fly -ს ერთდროულად 162 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება სატვირთო დანიშნულებითაც არის შესაძლებელი.
წყარო: GBC