CSA ინსტიტუტის (Consumer Science & Analytics) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საფრანგეთის მოქალაქეების მესამედზე მეტი თანახმაა, კლიმატის ცვლილების გამო, ფრენების რაოდენობის აკრძალვას დაუჭიროს მხარი.
Europulse-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქეების მესამედზე მეტმა (41%) მზადყოფნა გამოთქვა სიცოცხლის განმავლობაში თვითმფრინავში ჩაჯდეს არაუმეტეს ოთხჯერ, რათა შემცირდეს საჰაერო მგზავრობის უარყოფითი გავლენა გარემოზე.
გამოკითხულმა რესპონდენტებმა ასევე განსაზღვრეს დანიშნულების მიმართულებები, შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, სადაც გამგზავრება თვითმფრინავით უნდა იყოს შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში რესპონდენტთა 31% აირჩევს შეერთებულ შტატებს, 14% ირჩევს ფრენას კანადაში, 13% ამჯობინებს ფრენას იაპონიის მიმართულებით, ხოლო 11% ასახელებს ავსტრალიას.
გამოკითხვაში მონაწილეობა 1010-მა ადამიანმა მიიღო.