სამოქალაქო ავიაციის სფეროში საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების როლის და მნიშვნელობის წარმოსაჩენად, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) აცხადებს ფოტო კონკურსს.
✔ კონკურსში წარდგენილი ფოტო უნდა ასახავდეს მიწისზედა მომსახურების პროცესს (Ground Handling) და ხაზს უსვამდეს გუნდურ მუშაობასა და სულისკვეთებას (ადამიანების მინიმალური რაოდენობა ფოტოზე – 2, მაქსიმალური – 10), საავიაციო ინდუსტრიის დინამიურობას, გულწრფელობას, რეალურ შეგრძნებებს, პოზიტიურ ენერგიას და მრავალფეროვნებას. ფოტო, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს აღნიშნულ ღირებულებებს, გამოცხადდება კონკურსის გამარჯვებულად და ავტორი დაჯილდოვდება 200 დოლარის ღირებულების Amazon-ის ვაუჩერით. გამარჯვებული ფოტო ნაჩვენები იქნება ასევე IATA-ს მიწისზედა მომსახურების კონფერენციაზე (26-29 მაისი, 2019 წელი, მადრიდი, ესპანეთი).
➡ კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოების მიღება მიმდინარეობს 24 მაისამდე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2JTWMMW