პეკინის ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელს უნდა გაიხსნას, ტყის შუაგულშია განთავსებული.

ახალი აეროპორტი ჩინეთის დედაქალაქის ცენტრიდან 46 კმ-თია დაშორებული. ის ტყის შუაგულში 17.9 ჰა-ზეა განლაგებული. აეროპორტის მშენებლობა დასრულებულია, უბრალოდ ახლა შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე შენდება ავტომაგისტრალი, რომელიც ქალაქს აეროპორტთან დააკავშირებს.

ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის უწყების ინფორმაციით, 2021 წელს აეროპორტი 45 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, ხოლო 2025 წლისთვის 72 მნ მგზავრის.

ახალი აეროპორტი პეკინის არებული აეროპორტის განტვირთვის მიზნით აშენდა. გასულ წელს მან 100 მლნ მგზავრს უმასპინძლა. ის მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგში მეორე ადგილზეა.