Pegasus-ი ბალკანეთის ქვეყნების მიმართულებით 40%-იან ფასდაკლებას აცხადებს. აქციის ფარგლებში, ავიაბილეთების დაჯავშნა 2025 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი, ხოლო მოგზაურობა 2025 წლის 15 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს.
ფასდაკლება: 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ავიაბილეთის ღირებულებაზე, გადასახადების გარეშე.
შეთავაზება ძალაშია შემდეგი ქვეყნების მიმართულებით: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ხორვატია, მონტენეგრო და სერბეთი.
ფასდაკლება არ ვრცელდება 2025 წლის 24-29 ოქტომბრისა და 2025 წლის 7-17 ნოემბრის პერიოდის ფრენებზე.
შეთავაზების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ flypgs.com-ის ვებგვერდზე ან Pegasus-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, BolBol-ის წევრებისთვის.












