თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ხელბარგზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. ახალი წესები 26 იანვრიდან შევა ძალაში.

ამიერიდან ბორტზე ერთი ჩანთის ატანა იქნება შესაძლებელი, რომლის ზომაც 55х40х20 სმ უნდა იყოს. წონა შეზღუდული არ არის. წიგნი, ნოუთბუქი, ზურგჩანთა თუ სხვა ნივთები, რომლის წაღებაც მგზავრს სურს 55х40х20 სმ ზომის ჩანთაში უნდა განთავსდეს.

გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ ძალიან მცირე ზომის ჩანთაზე, მაგალითად როგორიცაა წელის ჩანთა, კოსმეტიკის ჩანთა და Duty Free-ს მაღაზიაში შეძენილი ნივთები.

თუ კი მგზავრი რეგისტრაციისას 1-ზე მეტი რაოდენობის ხელბარგს წარადგენს, მაშინ მას ბარგის ჩაბარდება და დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.