თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ზამთრის სანავიგაციო პერიოდზე ფასდაკლების აქცია გამოაცხადა. აქცია შეეხება როგორც თურქეთის, ასევე სხვა საერთაშორისო მიმართულებებს, სადაც Pegasus Airlines-ი ოპერირებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 12 ივნისამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2019 წლის 27 ოქტომბრიდან 2020 წლის 28 მარტამდე პერიოდში დაიგეგმოს.
სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია ავიაბილეთების ავიაკომპანიის ვებგვერდზე flypgs.com და ასევე ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციით შეძენის შემთხვევაში.
აქციის ფარგლებში ავიაბილეთების ფასი სტამბოლიდან სხვადასხვა მიმართულებაზე 49.99 ევროდან (ერთი გზა) იწყება.

თუმცა თურქეთიდან (სტამბოლიდან) საქართველოს მიმართულებით ფრენის ფასი 39,99 დოლარიდანაა (ერთი ზა).

შეგახსენებთ, რომ Pegasus Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე წლებია ოპერირებს და მგზავრები გადაჰყავს როგორც თურქეთის ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

Pegasus Airlines-ი ბაზირებულია სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტში და ავიაბილეთებზე არსებული საფასო პოლიტიკის გამო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ნუსხას მიეკუთვნება.