თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა თურქეთის კაპიტალის ბაზრის საბჭოსგან საერთაშორისო ბაზრებზე 250 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ოფიციალური თანხმობა მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს საზღვარგარეთ ობლიგაციებისა და კომერციული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას, რაც ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებულ რეზოლუციასა და შესაბამის განაცხადს ეფუძნება. Pegasus Airlines-ს უფლება აქვს ფასიანი ქაღალდები ერთ ან რამდენიმე ტრანშად განათავსოს, თუმცა ტრანზაქციის საბოლოო ვადები, სტრუქტურა და ფასები პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ დროისთვის არსებულ საბაზრო პირობებზე. ამ დროისთვის ავიაკომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზნით გამოიყენებს მოზიდულ ფინანსურ სახსრებს.