თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე, თებერვლის ფრენების განრიგი ცნობილია. როგორც საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.
რეისები იქნება ორმხრივი ანუ კომპანია მგზავრებს როგორც სტამბოლი-თბილისის, ასევე თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.
უფრო კონკრეტულად, სტამბოლი-თბილისის რეისები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო თბილისი-სტამბოლის რეისები კი ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება, რადგანაც Pegasus Airlines-ი სწორედ აღნიშნულ აეროპორტშია ბაზირებული.
მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ Pegasus Airlines-ის ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით და პირიქით.
თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.