ახლა კაპიტნის ხმა, რომელიც კლონირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მგზავრებს მშობლიურ ენაზე მიესალმება. ინოვაცია უკვე გამოცადეს სევილიის რეისზე, სადაც ტურისტებს კლონირების ტექნოლოგიით შექმნილი კაპიტნის ხმით ესპანურად ხვდებოდნენ, სიტყვებით „მოგესალმებით“.
ეს სისტემა ყველა ფრენის შესახებ განცხადებების დინამიკურ განახლებებს უზრუნველყოფს, მათ შორის ინფორმაციას, როგორიცაა ამინდის პირობები, დანიშნულება, კაპიტნის სახელი და ფრენის ხანგრძლივობა. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის ბოლოს ინოვაცია მოიცავს Pegasus Airlines-ის ყველა ფრენას, რომელიც მიემართება რუსულენოვან, ესპანურ და არაბულენოვან რეგიონებში.
ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით, სილიკონ ველში შეიქმნა ინოვაციების ლაბორატორია.
Pegasus Airlines-ი კი მგზავრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ახალი გადაწყვეტილებების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.