Pegasus Airlines თავის მომხმარებლებს საერთაშორისო ფრენებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს. მხოლოდ BolBol-ის წევრებისთვის, 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ბილეთებზე, რომლებიც შეძენილი იქნება 2025 წლის 11-დან 15 სექტემბრის ჩათვლით.
ფრენის პერიოდი: 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
გამონაკლისები: ფასდაკლება არ მოქმედებს 24-29 ოქტომბრისა და 7-17 ნოემბრის ფრენებზე.
ბარგი: Light პაკეტის შეძენისას, დამატებით ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით ხელბარგზე და 12 კგ-იან რეგისტრირებულ ბარგზე.
როგორ მიიღოთ ფასდაკლება? შედით თქვენს BolBol ანგარიშზე ვებგვერდის ან აპლიკაციის საშუალებით. მოძებნეთ და დაჯავშნეთ ფრენები. გადახდის გვერდზე აუცილებლად მონიშნეთ შეთავაზება: “Exclusive 40% Off International Flights + Baggage Deal!”.
ეს არის პერსონალიზებული შეთავაზება, რომელიც მხოლოდ იმ BolBol-ის წევრებს ეხებათ, რომლებმაც აქციის შესახებ იმეილი მიიღეს. ფასდაკლება მოქმედებს ბილეთის საბაზისო ფასზე და არ ვრცელდება გადასახადებსა თუ დამატებით სერვისებზე (მაგალითად, ადგილის შერჩევა ან კვება).
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ Pegasus-ის ოფიციალური ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით. აქციის ბოლო დღეა 2025 წლის 15 სექტემბერი.












