ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თურქეთის მიმართულებით ფრენებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქციის პირობების მიხედვით, თურქეთის მიმართულებით 15 ოქტომბრიდან 30 მარტის პერიოდში დაგეგმილ ფრენებზე მგზავრები 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ. აქციით სარგებლობის შემთხვევაში მსურველებმა ბილეთები 19 ივლისის ჩათვლით უნდა შეიძინონ. აქცია ვრცელდება პირდაპირ ფრენებზე, თუმცა როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, თუ მგზავრი თბილისი-სტამბოლი-რომის მიმართულებას აირჩევს, ის მხოლოდ ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთზე შეძლებს ფასდაკლებით სარგებლობას.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ის 50%-იანი ფასდაკლების აქცია ვრცელდება შემდეგ თარიღებზე:
26.10.2018 – 30.10.2018
14.12.2018 – 14.01.2019
18.01.2019 – 21.01.2019
25.01.2019 – 27.01.2019
01.02.2019 – 05.02.2019
ფასდაკლება ვრცელდება ბილეთების ბავშვებისთვის შეძენის შემთხვევაში. ბილეთის ფასი მოიცავს ასევე Chek-in-საც. ფრენის თარიღის შეცვლის შემთხვევაში ფასდაკლება აღარ ვრცელდება და თანხის სხვაობის გადახდა მოხდება დადგენილი წესების შესაბამისად.