თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე განმარტებით,  ავიაკომპანია სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს. აღსანიშნავია, რომ  Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. გასულ წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს.

ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს და აღნიშნულ მიმართულებაზე ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში კვირაში 10 სიხშირით ასრულებს რეისებს.