თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს. უკვე ცნობილია, რომ Pegasus Airlines-ი 16 და 23 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოგჩენის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისებით მოახდენს მგზავრების ტრანსპორტირებას. შესაბამისად, მგზავრს ბილეთის შეძენა შეუძლიათ, თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით, თურქეთის და ევროპის მიმართულებებზე.
თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ორ ქვეყანას შორის შეჩერებული რეგულარული საჰაერო ფრენების შემდეგ, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ეს Pegasus Airlines-ის პირველი ჩარტერული რეისია.