თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სევილიის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. როგორც ავიაკომპანიის შეტყობინებაშია აღნიშნული, ფრენები სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ესპანეთის ქალაქ სევილიის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება
სტამბოლი-სევილია-სტამბოლის საჰაერო ხაზზე Pegasus Airlines-ი ოპერირებას 24 სექტემბრიდან შეუდგება.