თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საერთაშორისო ფრენებზე სპეციალურ აქციას იწყებს.
13 და 14 აგვისტოს შეძენილ ავიაბილეთებზე, Pegasus BolBol-ის წევრებს, რომლებიც Light Package-ის ტარიფს აირჩევენ, შესაძლებლობა ექნებათ, იფრინონ €5 + გადასახადების ფასად.
შეთავაზება ვრცელდება 2025 წლის 26 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 მარტამდე პერიოდში დაგეგმილ ფრენებზე. ამ აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ავიაკომპანიის ლოიალურობის პროგრამის – BolBol-ის წევრებს.
ეს შეთავაზება მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმონ მოგზაურობა შეღავათიან ფასად.












