თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საერთაშორისო მიმართულებებზე ფასდაკლებას აცხადებს. აქციის ფარგლებში ბილეთების დაჯავშნა 1 სექტემბრამდეა შესაძლებელი, მგზავრობა კი 2020 წლის 15 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში უნდა დაიგეგმოს.

ფასდაკლება ვრცელდება 1 744 728 ბილეთზე.

თავად აქცია კი ვრცელდება flypgs.com-ზე ან Pegasus-ის მობილური აპლიკაციით ბილეთების დაჯავშნის შემთხვევაში.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ Pegasus BolBol-ის წევრებს, თუმცა წევრობის შესაძლებლობა აქვს ყველას ვისაც ამის სურვილი აქვს. მათ შორის 18 წლამდე ასაკის მქონეთაც, თუმცა ისინი უნდა იყვნენ დაკავშირებული Pegasus BolBol-ის 18 წლის ასაკს ზემოთ მყოფ წევრებთან.ფასდაკლება მოიცავს საბაზისო პაკეტს, სხვა შემთხვევაში კი ფასდაკლება მხოლოდ ავიაბილეთებზე გავრცელდება და ექსტრა სერვისზე (როგორიც არის ადგილის შერჩევა, საკვები, ექსტრა ტვირთი)  ფასდაკლებები არ ვრცელდება.

აქციის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების ავიაბილეთებზე 50%-მდე ფასდაკლებებია.