ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ახალი პროგრამა BolBol-ი აამოქმედა.
კომპანიის ცნობით, ეს არის ფრენების ახალი პროგრამა, რომელში გაწევრიანების შემთხვევაში მგზავრები ყოველი ფრენის დროს ქულებს – BolPoints-ს აგროვებენ. მომხმარებელმა პროგრამაში მიერთება მარტივად არის შესაძლებელი, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია და ტელეფონის ნომრის მითითება.
კომპანიის ცნობით, სერვისით სარგებლობისას მომხმარებელი სხვადასხვა მოცულობის ქულას აგროვებს, მაგალითად შიდა ფრენებზე ონლაინ chek-in-ის დროს პროგრამის წევრი 250 BolPoints-ს გამოიმუშავებს, საერთაშორისო ფრენებზე ონლაინ chek-in-ის დროს კი 500 BolPoints-ს. ქულები ასევე გროვდება ბილეთების დაჯავშნისას და სხვა სერვისებით სარგებლობისას, ქულები მოაქვს კომპანიის პარტნიორთა სერვისით სარგებლობასაც.
აღსანიშნავია, რომ BolBol პროგრამაში გაწევრიანებისათვის არ მოითხოვება დამატებითი გადასახადი.
BolPoints-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც Pegasus-ის ბილეთის შეძენისას, ასევე სხვა სერვისებით სარგებლობისას.