თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. როგორც Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA (გასა) განმარტავს, ავიაკომპანია სტამბოლსა და ბათუმს შორის რეისების შესრულებას 7 მაისიდან შეუდგება. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.
ცალმხრივი ბილეთების ღირებულება 94 ევროდანაა..
“ფასში გათვალისწინებულია მომსახურების საკომისიო, ყველა მოსაკრებელი და 20 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.
მიიღეთ პირადი კონსულტანტის მომსახურება, დაჯავშნეთ ბილეთი და ჩაიტარეთ PCR კვლევა – სასურველ მისამართზე.
გადაიხადეთ დისტანციურად და ყველა საჭირო დოკუმენტს “გასას” აეროპორტის ოფისში დაგახვედრებთ.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნომერზე 0322400040
ან მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით”, აღნიშნულია GASA მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია დღეისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისათვის დაკეტილია, რადგანაც აეროპორტში თვეების განმავლობაში გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სამუშაოების უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია და ის რეისების მიღებას რამდენიმე კვირაში განაახლებს.