სპორტული თვალსაზრისის გარდა, ოლიმპიადა სიმბოლოებითაც არის დატვირთული — ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო კი მასკოტია, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა გულმოდგინედ არჩევს და ცდილობს, მასში თავისი კულტურა და ისტორია გამოხატოს. ფრიგია იყო ანატოლიის უძველესი სამეფო და სწორედ ანატოლიური წარმოშობის ფრიგიული ქუდი (ფრიგიული ჩაჩი) მიიჩნიეს 2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მთავარ თილისმად. დიახ, არ მოგესმათ. ამ უკანასკნელის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა. ეს არის ტრადიციული რბილი კონუსური ფორმის ქუდი, რომელსაც ოდესღაც ფრიგიელები ატარებდნენ და იგი ოლიმპიადაზე იყო წითელ, ლურჯ და თეთრ ფერებში- საფრანგეთის დროშის ფერებში.
არსებული ცნობით, ფრიგიელები ბალკანეთიდან გადავიდნენ ანატოლიის მიწებზე, რომელიც მოიცავს დღევანდელ თურქულ პროვინციებს ანკარას, აფიონქარაჰისარს, ესქიშეჰირსა და კუტაჰიას. მე-12 საუკუნეში ხეთების იმპერიის დაშლის შემდეგ, ამ უძველესმა ხალხმა ააშენა თავისი დედაქალაქი გორდიონი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 2023 წელს თურქეთის იუნესკოს მე-20 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა დასახელებული.
თავისუფლების სიმბოლო
ფრიგიული ქუდის, ანუ “თავისუფლების ქუდის” წარმოშობა ათასობით წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ძველ რომში, დამონებულ ადამიანებს გათავისუფლებისთანავე ეხურათ პილუსი, ფრიგიის ქუდის მსგავსი ქუდი. დროთა განმავლობაში, ეს ქუდი თავისუფლების სიმბოლო გახდა. საფრანგეთში ფრიგიული ჩაჩი გახდა ჯერ იაკობინელების, ხოლო შემდეგ მთლიანად რევოლუციისა და თავისუფლების სიმბოლო მე-18 საუკუნეში.
ფრიგიის გზა
ფრიგიის გზა მიესალმება პროვინციებს ანკარას, აფიონკარაჰისარს, ესქიშეჰირსა და კუთაჰიას შორის. მარშრუტი იწყება Yazılıkaya-დან, რომელიც ფრიგიელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია და იგი გრძელდება ესქიშეჰირამდე. ესქიშეჰირში შეგიძლიათ ეწვიოთ ოდუნფაზარის უბანს, რომელიც 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიყვანეს. ფრიგიის გზის მარშრუტი 500 კმ-ის სიგრძისაა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობას თან ახლავს შთამბეჭდავი შენობების მონახულება, როგორიცაა მნიშვნელოვანი ეკლესიები, სამარხები, კლდოვანი დასახლებები და სხვ