ტურისტებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყანაში, საფრანგეთში, მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, პარიზის რომანტიკულ ქუჩებში სეირნობაზე ოცნებობთ თუ ლიონის კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაზე, საფრანგეთის ჯადოსნურ გამოცდილება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყება  – Wizz Air უკვე საფრანგეთის ორ ქალაქში სთავაზობს ქართველ მოგზაურებს პირდაპირ და ხელმისაწვდომ ფრენებს.

 დაიწყე შენი თავგადასავალი პარიზში

პარიზს, სინათლის ქალაქს, შესავალი ნამდვილად არ სჭირდება. ეიფელის საკულტო კოშკიდან დაწყებული, ლუვრის მუზეუმის საგანძურის გავლით, მონმარტრის მხატვრული ატმოსფეროთი დასრულებული, ქალაქის ყველა კუთხე გთავაზობთ რაღაც განსაკუთრებულს, რაღაც განუმეორებელს. ისიამოვნეთ კრუიზით მდინარე სენაზე, მიირთვით ფრანგული კრუასანები და დატკბით ელისეს მინდვრების ელეგანტურობით  – აიხდინეთ ბავშვობის ოცნება და იმოგზაურეთ სიყვარულის ქალაქში.

აღმოაჩინე საფრანგეთის კიდევ ერთი მშვენებალიონი

საფრანგეთის ნამდვილი ძვირფასი ქვა, ლიონი, გასტრონომიის, ისტორიისა და ძლიერი ენერგიის ქალაქია. როგორც კულინარიული დედაქალაქი, ლიონი ცნობილია მსოფლიო დონის რესტორნებით და ცნობილი ბუშონებით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ავთენტური ფრანგული სამზარეულო.

Bouchons Lyonnais არის ტრადიციული, საოჯახო რესტორნები ლიონში, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ლიონურ სამზარეულოს. ეს პატარა, მყუდრო სასადილოები ქმნიან თბილ და რუსტიკულ ატმოსფეროს, სადაც ადგილობრივებსა თუ მოგზაურებს შეუძლიათ მიირთვან გულით მომზადებული კერძები, რომლებიც ასახავენ რეგიონის მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობას.

გაისეირნეთ Vieux Lyon-ის თვალწარმტაც ქუჩებში, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ძველ ქალაქში, რომელიც სავსეა განსაცვიფრებელი რენესანსული არქიტექტურით; დაათვალიერეთ ძველი რომაული ამფითეატრი – ლიონ-ფურვიერის გალო-რომაული მუზეუმი; მოინახულეთ ლიონის ღვთისმშობლის ტაძარი – ნოტრ-დამ დე ფურვიერის საკულტო ბაზილიკა, რომელიც ცნობილია თავისი  უნიკალური არქიტექტურითა და პანორამული ხედებით ქალაქზე; ეწვიეთ ტეროს სასახლესს, ნეოკლასიკურ მოედანს, ქალაქის მერიასა და ბართჰოლდის შადრევანს. ერთი სიტყვით, ჩაიძირეთ ლიონის კულტურულ თავგადასავალში და შეიყვარეთ ეს ფრანგული ქალაქი.

დაგეგმე შენი ფრანგული არდადეგები Wizz Air-თან ერთად

საფრანგეთში მოგზაურობა არასოდეს ყოფილა ასეთი ადვილი. უკვე რამდენიმე წელია, რაც Wizz Air, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით დაფრინავს და ეს რეისი ქართველ მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 2025 წლის 3 ივნისიდან კი, საფრანგეთის მიმართულებებს ლიონიც დაემატება. თუ ეძებთ საუკეთესო ადგილს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, ისტორიას, გასტრონომიას და ბუნების მშვენიერებას, მაშინ საფრანგეთი უნდა აირჩიოთ. გარდა ამისა, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს სტუმრობის დამატებითი მიზეზიც აქვთ – ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც ლიონის ოლიმპიკში თამაშობს, და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ამაყად წარმოადგენენ საქართველოს ლიგა 1-ში.

დაჯავშნე ბილეთი დღესვე და დაგეგმე დაუვიწყარი ფრანგული თავგადასავალი!