ენგურის ტურისტული კომპლექსის პროექტის დეტალები ცნობილია.

საპროექტო კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ წარმოადგინეს ენგურის ტურისტული კომპლექსის აღმოჩენათა ცენტრის პროექტი, რომელიც მოიცავს მუზეუმოგრაფისა, გადმოსახედი პლატფორმების მოწყობას. პროექტი ასევე ითვალისწინებს პანორამული ლიფტის, ზიპლაინის, საბაგიროსა და ავტობუსის ტურებს, გათვალისწინებულია ასევე წყლის სპორტის და გვირაბის პროექტები.

ენგურის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას ენგურის ტურისტული ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ენგურჰესის კაშხლის დირექტორი ჯონი ჭანია  დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის #476 განკარგულების საფუძველზე დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელმაც განახორციელა ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა შპს „კოკო არქიტექტორებმა“.

ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე მსოფლიო დონის ატრაქცია მოეწყობა, ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება. მთავრობა იმედოვნებს, რომ ენგურჰესის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი გახდება.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარია. ტურისტული ზონის სამშენებლო პროცესში დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

პარალელური სერვისების გზით მუდმივად დასაქმდება 300-ზე მეტი მოქალაქე.

პროექტის სრულად განხორციელების ვადა 5 წელია. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადას ახედი პლატფორმები მოეწყობა.

წყარო: BPI