COVID-19-ის პრევენციისთვის რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ (21 მარტი) უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე პირველ რეისს განახორციელებს.
ჩარტერული რეისი 3 სექტემბერს შესრულდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის (ბორისპოლის აეროპორტი) რეისზე მოემსახურება.
საქართველოში YanAir Airlines-ის ოფიციალურ წარმომადგენელ, კომპანია “ავიაქსელში” (+995 32 2 999 888 mail: info@avianet.ge) განმარტავენ, რომ 3 სექტემბრის ჩარტერულ რეისზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ასევე ტრანზიტით შემდეგ მიმართულებებზე:
კიევი-დუბაი
კიევი-ვარშავა
კიევი-მინსკი.