მსოფლიოს მასშტაბით გადამზიდავები მომგებიანობას უბრუნდებიან – ზოგიერთი მათგანი პირველად ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. აღდგენა ფართომასშტაბიანია, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ფლაგმანურმა ავიაკომპანიებმა ბოლო ფინანსური წლის განმავლობაში შთამბეჭდავი შედეგები დააფიქსირეს.

Kenya Airways, რომელიც 2013 წლიდან ზარალს აჩვენებს, 2024 წლისთვის 5.4 მილიარდი კენიურიშილინგის (41.7 მილიონი აშშ დოლარი) წმინდა მოგება გამოაცხადა, წინა წლის უარყოფითი მაჩვენებლის – 22.6 მილიარდი კენიური შილინგის (დაახლოებით 175 მილიონი აშშ დოლარი) შემდეგ.

გასულ წელს ბრიტანული Virgin Atlantic პანდემიის შემდეგ პირველად დაუბრუნდა მომგებიანობას. ავიაკომპანიამ გადასახადების გადახდამდე 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის (26.8 მილიონი აშშ დოლარი) შემოსავალი მიიღო.

Turkish Airlines-მა 2024 წელს 2.4 მილიარდი დოლარის წმინდა მოგებას დააფიქსირა.

ყველაზე მეტი შედეგი აჩვენა Emirates Group-მა, რომელმაც 2024-25 ფინანსურ წელს გადასახადების გადახდამდე რეკორდული შემოსავალი – 22.7 მილიარდი AED (6.1 მილიარდი აშშ დოლარი) დააფიქსირა, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მომგებიან ავიაკომპანიად აქცევს.

IATA-ს მიერ გასული წლის დეკემბრის ბოლოსთვის გლობალური საჰაერო მგზავრების ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ გლობალური საჰაერო მიმოსვლის ზრდის გამო გლობალური ავიაკომპანიების ოპერაციული მომგებიანობა გაუმჯობესდა“, – განაცხადა ავიაციის ეკონომისტმა, დოქტორმა იოახიმ ვერმუტენმა.

ასოციაციის მონაცემებით, მგზავრთა საერთო ნაკადი, რომელიც შემოსავლიან მგზავრ-კილომეტრებში (RPK) იზომება, 2024 წელს 10.4%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 3.8%-ით აღემატება.

თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინდუსტრიის მომგებიანობა უკიდურესად დაბალი რჩება, ამიტომ გადაჭარბებული ოპტიმიზმი ზედმეტია. ავიაციის სექტორზე კვლავ ზეწოლას ახდენს რამდენიმე გარე საფრთხე: თვითმფრინავების მიწოდების შეფერხებები, ძრავის ტექნიკური მომსახურების პრობლემები და კლიმატის ცვლილებასთან შესაბამისობის ხარჯები უკვე იწვევს შეფერხებებს და შესაძლოა ამ ყველაფერმა უახლოეს მომავალში ბილეთების ფასების ზრდა გამოიწვიოს.