EUROCONTROL-ის ცნობით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ფრენებისგან ნახშირორჟანგის ემისია საქართველოში 59.4%-ით შემცირდა. ამასთან, ევროპაში აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოდ -57%-იანი კლება დაფიქსირდა.
ყველაზე მეტად პანდემიამ ამ კუთხით მონტენეგროზე იმოქმედა, სადაც CO2-ს გამოყოფა 74.9%-ით შემცირდა, ყველაზე ნაკლებად კი ლუქსემბურგზე (-12.8%).
EUROCONTROL მიუთითებს, რომ მაჩვენებლის ცვალებადობა სახელმწიფოების მიხედვით სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის ქვეყნებში არსებულ საავიაციო ფლოტს, ფრენების მანძილსა და ტიპს (სატვირთო, რეგულარული ან ბიზნეს ავიაცია), ასევე კოვიდ-შეზღუდვების ხანგრძლივობას.
მთავარი რეგულაციები პანდემიის პოზიტიური გავლენა: ფრენებისგან CO2-ის ემისია საქართველოში 59.4%-ით შემცირდა