ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 37,62%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდელ არსებულ პერიოდში. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 7 069-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 83,99%-ით მეტია 2020 წლის ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 37,62%-ით ნაკლები 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებლებთან.
2019 წლის ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცეში 11 333 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ნოემბერში კი 3 842 გადაფრენა.