2021 წლის ოქტომბერში 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 20%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 852,469 ტონა შეადგინა, 2020 წლის ოქტომბერში კი 2 310,066 ტონა.

შესაბამისად საანგარიშო პერიოდში ტვირთბრუნვა 19,81%-ითაა შემცირებული.

2021 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის ოქტომბერში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 15,81%-ა. 2019 წლის ოქტომბერში აეროპორტმა 2 200,293 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.