მგზავრებსა და ავიაკომპანია Pakistan International Airlines-ის ბორტგამყოლებს შორის, ერთ-ერთი რეისისას კონფლიქტი მოხდა. ინციდენტისას ბორტგამყოლმა მგზავრს, რომელიც ისლამაბადიდან მანჩესტერის მიმართულებით მგზავრობდა, დაარტყა. 63 წლის პაკისტანელი ტურისტის მუზაფარ აჰმედის თმით,
მისი თქმით, ბორგამყოლმა უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ მგზავრმა ადგილი შეიცვალა და სხვა ადგილზე გადაჯდა. სავარაუდოდ ამ სავარძლით მგზავრობა შედარებით ძვირი ღირდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მგზავრს სახეში გაარტყეს, რომელსაც ტუჩი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ბორგამყოლმა მგზავრს 2 ჯერ გაარტყა.
მგზავრთა ნაწილმა დზარალებულს სახეზე ყინულის დადება ურჩია. ამ ფაქტმა მგზავრის მეუღლე აღაშფოთა, თავად ნაცემი მგზავრი შეშინებული იყურებოდა. დაზარალებული მგზავრის შვილმა საჩივარი დაწერა და ავიაკომპანიას უჩივლა.
ავიაკომპანიამ პირობა დადო, რომ მოკვლევას ჩაატარებს და სიტუაციაში სწრაფად გაერკვევა