საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  OTM 2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა.  გამოფენის შედეგებზე საუბრობს ტურისტული კომპანია Travel Door-ის წარმომადგენელი თამუნა პაპავა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართო ტურისტული ბაზარია ინდოეთი, სადაც საშუალება გვქონდა,  მთელი ინდოეთისთვის გაგვეცნო საქართველო, ჩვენი კულტურა.  საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენაა, ვინაიდან ახალი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის.  OTM 2025-ზე ძალიან დიდი ინტერესია  და საკმაოდ ბევრი მოთხოვნაა, როგორც საქართველოს სათავგადასავლო, ასევე MICE მიმართულებით.  კორპორაციული ჯგუფების მოთხოვნები ხშირია და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საკმაოდ განვითარდება ინდოეთის ბაზარი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით“,-ამბობს თამუნა პაპავა. 

OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.