სოფელი ორმანა, რომელიც მდებარეობს ანტალიაში, თურქული რივიერას შუაგულში, კუროს მთების ძირში, წელს გაეროს ტურიზმის მიერ დასახელდა “2024 წლის საუკეთესო ტურისტული სოფლების სიაში”. ორმანა გახდა თურქეთის მე-5 სოფელი სიაში მუსტაფაფაშასა, თარაქლის (2021), ბირგისა (2022) და შირინცეს (2023) შემდეგ, რომლებიც ასევე “საუკეთესო ტურისტული სოფლების სიაში” იყო მოხვედრილი შესაბამისი წლების მიხედვით.

სოფელი ორმანა იბრადის რაიონში მდებარეობს, ანტალიის ცენტრიდან სულ რაღაც 2,5 საათის სავალზე. სოფელი გამოირჩევა თავისი კულტურული და ისტორიული საოცრებებით. იგი ტურისტებს საოცარ დასვენებას სთავაზობს ბუნებაში. დღესდღეობით, ორმანა 600 მაცხოვრებლით, იზიდავს იმ ვიზიტორებს, რომლებიც ეძებენ ნამდვილ განტვირთვას, დასვენებასა და მრავალფეროვან გართობას. აღსანიშნავია ყურძნის ფესტივალიც, რომელიც ამ სოფელში უკვე 57 წელია, რაც აღინიშნება.

სოფელი ორმანა აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ბუნებას. საყურადღებოა „ღილისებრი სახლები”, რომელიც თურქეთში ადგილობრივი არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე კარგ მაგალითს წარმოადგენს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული ტიპის სახლები აშენებულია ქვის ხსნარის გარეშე, მხოლოდ ქვებისა და კედრის ხის გამოყენებით. იგი შეიძლება ითქვას, ადგილობრივი არქიტექტურის ყველაზე მდგრადი მაგალითია თურქეთში. მათში კიდევ უფრო საინტერესო მათი გამძლეობაა. სახლის სქელი კედლები უზრუნველყოფს ინტერიერის სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში. ბოლო წლებში ორმანამ ტურისტების ყურადღება მიიპყრო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი სამოგზაურო მარშრუტი კუროს მთებში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასეთი სახლი ბუტიკ-სასტუმროებადაც კი გადაკეთდა, სადაც ვიზიტორებისთვის საოცარი დასვენების შთავაზება ხდება.

კულტურული და ეკოლოგიური მემკვიდრეობა

გარდა უნიკალური არქიტექტურისა, სოფელი ორმანა გთავაზობთ მრავალ აქტივობას ლაშქრობების ჩათვლით. ეს გამოცდილება სოფელს აქცევს საუკეთესო ადგილად მათთვის, ვინც დაინტერესებულია თურქეთის სოფლის ლანდშაფტებისა და ტრადიციული ცხოვრების წესის შესწავლით. სასტუმროს დაჯავშნის შემდეგ, მათ შეუძლიათ ყავის დალევის პარალელურად მოისმინონ სოფლის მცხოვრებთა ყოველდღიური საუბრები ან დატკბნენ სიმშვიდით და ისეირნონ ადგილობრივ ვიწრო, მშვიდ ქუჩებში.

ორმანას გარშემო აუცილებლად ნახავთ ალთინბეშიკის მღვიმესა და ეინიფის დაბლობს. აღსანიშნავია, რომ ალთინბეშიქის მღვიმეში მდებარეობს თურქეთის უდიდესი მიწისქვეშა ტბა, რომელიც სიდიდით მესამე ადგილზეა ევროპის მასშტაბით. ასევე გაოცდებით ტრავერტინების, სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ნახვით, რომლებიც მთლიანობაში საოცარ სურათს ქმნიან.

უფრო მეტიც, ორმანა ცნობილია საკუთარი ვენახებით. მოგზაურებს შეუძლიათ ეწვიონ ადგილობრივ ვენახებს და აღმოაჩინონ ადგილობრივი თხის ყველისა და ყურძნის საოცარი კომბინაცია. სექტემბერში სოფელი ასევე მასპინძლობს ყოველწლიურ ყურძნის ფესტივალს – “ჩავუშ”. იგი ძირითადად სექტემბრის თვეში ტარდება, რა დროსაც შეუძლიათ ჩვენს ტურისტებს დაესწრონ, გაერთონ, გაეცნონ ადგილობრივ ინფორმაციებს და განიტვირთონ მაქსიმალურად.