იტალიაში ორ ქვეკონტრაქტორ კომპანიას და შვიდ პირს ბრალი წაუყენეს თვითმფრინავის ისეთი კომპონენტების მიწოდებაში, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ Boeing 787 Dreamliner-ის წარმოებისთვის საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნებს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2021 წლის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც Boeing-მა განაცხადა, რომ მისი 787 Dreamliner თვითმფრინავის ზოგიერთი ნაწილი, რომელსაც აწვდიდა იტალიური აეროკოსმოსური ჯგუფის Leonardo-ს კონტრაქტორი, არასწორად იყო წარმოებული.
თვითმფრინავის ნაწილები ბრინდიზში დაფუძნებული ორი საჰაერო კოსმოსური კომპანიის მიერ იყო მოწოდებული. ეს არის Manufacturing Process Specification (MPS) და გაკოტრებული Processi Speciali.
გამოძიების ქვეშ მყოფ პირებს შორის არიან MPS-ის მფლობელი ანტონიო ინგროსო და მისი მამა ვინჩენცო, რომელიც ხელმძღვანელობდა Processi Speciali-ს, წერს ადგილობრივი მედია. ორივე მამაკაცი “დარწმუნებული იყო, რომ ისინი მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით”, – თქვა მათმა ადვოკატმა.
პროკურატურის განცხადებით, მათ მიერ კონტროლირებადმა კომპანიებმა მომხმარებელს, კომპანია Leonardo-Aerostrutture-ს გაუგზავნეს სათადარიგო ნაწილები, რომლებიც არ აკმაყოფილებდა საავიაციო უსაფრთხოების მოთხოვნებს. ნაწილები განკუთვნილი იყო Boeing 787 Dreamliner-ის 44 და 46 სექტორების წარმოებისთვის.
ქვეკონტრაქტორებმა, გარკვეული ნაწილების დასამზადებლად, ტიტანისა და ალუმინის უფრო იაფი და უხარისხო მასალები გამოიყენეს.
„ამან გამოიწვია თვითმფრინავის ნაწილების შექმნა მნიშვნელოვნად დაბალი სტატიკური და სიძლიერის მახასიათებლებით, რამაც გავლენა მოახდინა ფრენის უსაფრთხოებაზე“, – პროკურატურის ნათქვამია დოკუმენტებში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ კომპონენტების შეუსრულებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თვითმფრინავის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში და აიძულოს Boeing განახორციელოს საგანგებო ტექნიკური მომსახურება. პროკურატურამ Boeing და Leonardo კომპანიების ქმედებების მსხვერპლად აღიარა.
Boeing-ი ბოლო თვეების განმავლობაში თვითმფრინავების ინციდენტების გამო მარეგულირებლების მკაცრი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა