აშშ-ში მდებარე 2 სასტუმროს The Gates Hotel-სა და 24° North Hotel-ს უცნაური სერვისი დაემატა – საუბარია წყლის ბიბლიოთეკაზე.

ამიერიდან ორივე სასტუმროს სტუმრებს კითხვა პირდაპირ აუზში შეეძლებათ. საუბარი არ არის ავზში პლანშეტიდან ან სხვა ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობიდან კითხვაზე, საუბარია წიგნზე, რომლის გადაფურცვლა და წაკითხვა წყალშია შესაძლებელი.

რეალურად წიგნი დაბეჭდილია წყალგამძლე მასალებით, რომელიც წყალში დიდი ხნით ყოფნის შემთხვევაშიც არ ზიანდება. ასეთ წიგნებზე წვენის, ყავის ან ჩაის დაღვრა საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგანაც გარანტირებულად იცი, რომ არ დაზიანდება.

სხვადასხვა წიგნი აუზში ტივტივებს და მკითხველს სასურველი წიგნის არჩევა და წყლის ქვეშ წაკითხვა თავისუფლად შეუძლია. წყლის ბიბლიოთეკა გარდა თანამედროვე გამოცემებისა კლასიკურ გამოცემებსაც მოიცავს. ბიბლიოთეკით სარგებლობა სასტუმროს სტუმრებს უფასოდ შეუძლიათ.