ოქტომბერში ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines-ი აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებაზე რამდენიმე ჩარტერულ რეისს განახორციელებს.
როგორც საქართველოში SCAT Airlines-ის სავაჭრო აგენტ კომპანია “ავიაქსელში” (Avianet) განმარტავენ, რეისები 15-22 და 29 ოქტომბერს განხორციელდება.
აღნიშნული ჩარტერული რეისები იქნება გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ აქტაუ-თბილისის რეისზე მოემსახურება.
“ავიაქსელში” აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეისებზე დაიშვებიან – ყაზახეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და აგრეთვე საქართველოს მოქალაქეები ვისაც გააჩნიათ ყაზახეთის ქვეყნის ბინადრობა.
?გაფრენა თბილისიდან 23:30 ?
?ჩაფრენა აქტაუში 02:00?