მსოფლიოში საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების მოცულობა ოქტომბერში 44,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირკვევა, რომ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა ოქტომბერში წინა წელთან შედარებით 102.4%-ით გაიზარდა, ხოლო შიდა – 0.8%-ით შემცირდა.
ასევე, IATA-ს მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (106.5%) და აფრიკაში (81.1%). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე ევროპაში (48,7%), ლათინურ ამერიკაში (40%), აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (36,8%) და ჩრდილოეთ ამერიკაში – 31,2%.
„ტრადიციულად, ოქტომბრისთვის ჩვენ შევდივართ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შემოდგომის მოგზაურობის უფრო სუსტ სეზონში, ამიტომ ძალიან დამაიმედებელია, რომ მოთხოვნა და წინასწარი ჯავშნები კვლავ ძლიერია“, – განმარტავს IATA-ს აღმასრულებელი დირექტორი ვილი უოლში.