მსოფლიო საავიაციო, კოსმოსური და სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა კონცერნმა Boeing-მა, ოქტომბერში 63 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 3,1%-ით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელზე.
ჯამში იანვარ-ოქტომბერში კომპანიამ 378 საჰაერო ხომალდზე მიიღო შეკვეთა.
ოქტომბერში Boeing-მა 14 თვითმფრინავი მიაწოდა ბაზარს – 2,4-ჯერ ნაკლები წინა თვესთან შედარებით. წლის დასაწყისიდან კომპანიამ დამკვეთებს 305 თვითმფრინავი ჩააბარა.
Boeing აწარმოებს სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავების ფართო სპექტრს და ავითარებს კოსმოსურ პროგრამებს. Boeing-ს აქვს ორი ძირითადი განყოფილება: Boeing Commercial Airplanes, რომელიც აშენებს სამოქალაქო თვითმფრინავებს და Integrated Defense Systems, რომელიც ახორციელებს კოსმოსურ და სამხედრო პროგრამებს.