COVID-19-ის პანდემიის ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის გეგმები შეაფერხა და კომპანიამ გაფართოება ვერ შეძლო. კომპანიის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ პანდემიის ფონზე ავიაკომპანია 2020 წელს 2019 წლის შედეგებს გაიმეორებს. 2019 წლის მონაცემებით SkyUp Airlines-ი სულ 1.7 მლნ მგზავრს მოემსახურა.
“ჩვენი პროგნოზით მიმდინარე წელს მგზავრების ნაკადი გასული წლის დონეზე იქნება. 2019 წელს ჩვენ პირველად შევედით რეგულარული ფრენების ბაზარზე და ზოგიერთ მიმართულებაზე დატვირთვა მაღალი არ იყო. ასევე გვყავდა შედარებით მცირე რაოდენობის თვითმფრინავები. წელს კი მათი რაოდენობა 11 თვითმფრინავს აღწევს და მალე თორმეტსაც მიაღწევს”, აცხადებს SkyUp Airlines-ის პრეზიდენტი ევგენი ხაინადსკი.
მისი განმარტებით, SkyUp Airlines-ის ავიაფლოტი კიდევ ერთი Boeing 737-900-ით ჯერ კიდევ აპრილ-მაისში უნდა შევსებულიყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო ავიაკომპანია ახალ საჰაერო ხომალდს ზაფხულის ბოლოსთვის დაიმატებს.
SkyUp Airlines-ის პრეზიდენტის ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კომპანიას რეგულარული ფრენების სრულყოფილად აღდგენის შემდეგ არც სიხშირეების შემცირება მოუწევს და არც თვითმფრინავებისა და ეკიპაჟის წევრების.