ბრიტანულმა ვებგვერდმა Online Mortgage Advisor მსოფლიოს ულამაზესი ქალაქები დაასახელა. ადგილები განისაზღვრა შენობების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც შეესაბამება ოქროს პროპორციას.

პირველ ადგილზეა ვენეცია. იქ შენობების 83,3% ოქროს კვეთით აშენდა.

ტოპ-10 ასე გამოიყურება:

ვენეცია;
რომი;
ბარსელონა;
პრაღა;
ნიუ-იორკი;
ათენი;
ბუდაპეშტი;
ვენა;
ბორდო;
მილანი.

რეიტინგში 10 ადგილიდან 9 ადგილი ევროპის ქალაქებმა დაიკავეს.