უზბეკეთში, ონლაინ გაყიდვების სერვის OLX-ზე Boeing 737-500-ს ყიდიან. როგორც გასაყიდი საგნის აღწერილობაშია ნათქვამი, Boeing-ი 1991 წელსაა გამოშვებული. ხომალდის სიგრძე 31 მეტრია და მას საერთო ჯამში 28 ათასი საათი აქვს ნაფრენი. თვითმფრინავი 120 მგზავრზეა გათვლილი.

Boeing 737-ის გასაყიდი ფასი კი 1 მლნ დოლარს შეადგენს.