1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების გადაყვანაზე სატრანსპორტო კომპანია OmniBus-იც იზრუნებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით OmniBus-ი მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს. როგორც AviaNews-ს OmniBus-ში განუცხადეს, კომპანიის მიერ განხორციელებული რეისები მორგებული იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ ფრენებზე და შესაბამისად მგზავრები რეგისტრაციამდე 3 საათით ადრე იქნებიან აეროპორტში.
ბილეთის ღირებულება შეადგენს:
თბილისი (პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი – ველოსიპედის ძეგლის წინ) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი/ სტანდარტული ბილეთის ღირებულება 20 ლარი,
5-10 წლამდე ბავშვებისათვის ბილეთის ღირებულება იქნება 10 ლარი/მგზავრობის პერიოდი – 4 საათი.
ბათუმი (სასტუმრო „რადისონის“მიმდებარე ტერიტორია) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი/სტანდარტული ბილეთის ღირებულება 15 ლარი,
5-10 წლამდე ბავშვებისათვის ბილეთის ღირებულება იქნება 7 ლარი/მგზავრობის პერიოდი – 2 საათი.
ქუთაისის ცენტრი – ქუთაისის აეროპორტი/სტანდარტული ბილეთის ფასი 5 ლარი,
5-10 წლამდე ბავშვებისათვის ბილეთის ღირებულება იქნება 2 ლარი/მგზავრობის პერიოდი ნახევარი საათი.
მგზავრებს დამატებითი ინფორმაციის მიღება კომპანიის ქოლ-ცენტრის საშუალებით შეეძლებათ, რომელიც 15 სექტემბრიდან ამოქმედდება და 24 საათიან რეჟიმში მიაწვდის მომხმარებელს სასურველ ინფორმაციას.(ქოლ-ცენტრის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ბილეთების რეზერვაციაც)
კომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო ბილეთების შეძენა 25 სექტემბრიდან დაიწყება ვებ გვერდებზე www.omnibus.ge / www.omnibusexpress.ge
თბილისი – ქუთაისის მიმართულებაზე ავტობუსში იქნება ბორტ-გამცილებელი, ბორტზე შესაძლებელი იქნება გამაგრილებელი სასმელებისა და „სნეკების“ შეძენა.
„მგზავრთა გადაადგილებისათვის ჩვენ ვიყენებთ გერმანული კომპანია „სეტრას“ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრების კომფორტული და უსაფრთხო გადაყვანისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობით არის აღჭურვილი.
სატრანსპორტო საშუალებას გააჩნია სპეციალური რბილი სავარძლები, გადასაწევი საზურგეებით, რაც დამატებითი კომფორტია გრძელვადიანი მგზავრობის პირობებში. ავტობუსი აღჭურვილია გათბობის და გაგრილების სისტემებით, მინი მაცივრით, მაგთის 4G ინტერნეტითა და WIFI გადამცემით“, აცხადებენ OmniBus-ში.
რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი OmniBus-ზე ?
· დიდი და მრავალფეროვანი ავტოპარკი – კომპანიას გააჩნია დიდი და მოდერნიზებული ავტოპარკი. სისტემატურად მიმდინარეობს არსებული პარკის მოდერნიზება და გაზრდა.
· საკუთარი ავტოფარეხი და სერვის ცენტრი – საკუთარი ავტოფარეხი და სერვის ცენტრი, რომელიც საშუალებას იძლევა დეტალურად იქნას შემოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ავტოფარეხიდან გასვლისას ხდება სატრანსპორტო საშუალებების მომზადება და ტექნიკურად გადამოწმება, რათა მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო სერვისი მიეწოდოს.
· მძღოლების მაღალი კვალიფიკაცია – კომპანიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მძღოლების შერჩევას, რადგანაც სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ამიტომაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მძღოლებს რეგულარულად უტარდებათ ინსტრუქტაჟი.
· მობილური სერვისი – მობილური სერვის ჯგუფი მზადაა რეაგირებისთვის, ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში და ადგილზე ტექნიკური მომსახურეობის გაწევისთვის.
· დაზღვევა და უსაფრთხოება – კომპანიისთვის პრიორიტეტია მგზავრთა უსაფრთხოება. ამიტომ კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათი მგზავრები დაზღვეულები არიან.
· სწორი მენეჯმენტი – წარმატების მთავარი ფორმულა მენეჯმენტის სისტემაა, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისგან, რომელთა ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა იძლევა საშუალებას მომხმარებელს მაღალი სტანდარტის მომსახურეობა მიეწოდოს.
აღსანიშნავია, რომ OmniBus-მა სატრანსპორტო სფეროში საქმიანობა 2008 წელს დაიწყო.
“წლიდან წლამდე დაგვიგროვდა გამოცდილება, გაიზარდა პარკი და გაჩნდა სხვა კომპანიების მიერ ჩვენი მომსახურეობის მიმართ ინტერესი. ჩვენი გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებამ, შედეგი მალე გამოიღო და გაჩნდნენ ჩვენი მომსახურების ხარისხით კმაყოფილი კლიენტები. მართალია, თავიდან ამ კომპანიების ჩამონათვალი მწირი იყო, თუმცა მათმა ერთგულებამ კიდევ უფრო გაგვათამამა და გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა ბრენდი სახელად OMNIBUS. ასე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე, ჩვენ სულ სხვა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით და ახალი მიზნები დავისახეთ.
დღეს ჩვენ ლიდერი სატრანსპორტო კომპანია ვართ და თუ 2008 წელს ჩვენი სატრანსპორტო მომსახურეობის წილი 100%-ს ჩვენივე კომპანიის ტურისტებზე მოდიოდა, დღეს კი ჩვენი საქმიანობის 90%-ს სხვა ტურისტულ კომპანიებისათვის გაწეული სერვისები წარმოადგენს.
ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ არამხოლოდ წამყვანი შემომყვანი ტურისტული კომპანიები, არამედ მაღალი რანგის დელეგაციები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.
2018 წელს, ათი წლის თავზე ჩვენ მოვიპოვეთ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზია ქუთაისი აეროპორტის მიმართულებით, ეს არის ახალი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურეობა, რომელიც ორ ძირითად პრინციპს ემყარება: უსაფრთხოებას და კომფორტს”, აცხადებენ OmniBus-ში.