უკრაინული ავიაკომპანიები 2025 წელს რეისებისა და მგზავრების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებენ. უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, წლის ბოლომდე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 670 ათასს მიაღწევს, რაც 2024 წელთან შედარებით თითქმის 40%-ით მეტია.
ძირითადი მაჩვენებლები:
-
მგზავრთნაკადი: 670 ათასი მგზავრი (1.5-ჯერ მეტი 2024 წელთან შედარებით).
-
კომერციული რეისები: საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 5,6 ათასიდან 6,1 ათასამდე გაიზარდა.
-
ეკონომიკური ეფექტი: ყოველი რეისი ნიშნავს ქვეყანაში შესულ ვალუტას, გადახდილ გადასახადებს და შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებს პილოტების, ბორტგამცილებლებისა და ინჟინრებისთვის.
უკრაინის საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, დანილ მენშიკოვის განმარტებით, უკრაინული ოპერატორები მაღალ პროფესიონალიზმს ავლენენ და საერთაშორისო პარტნიორების ნდობით სარგებლობენ. ზრდა ძირითადად განპირობებულია საერთაშორისო ბაზარზე აქტივობით.
საინტერესოა განსხვავება სახელმწიფო უწყებისა და კერძო კომპანიების მონაცემებს შორის. მაგალითად, კომპანია SkyUp-მა 2024 წელს 2,5 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც ბევრად აღემატება სახელმწიფო სტატისტიკას. ამის მიზეზი “სველი ლიზინგია” (Wet Lease):
სახელმწიფო სტატისტიკა: ითვლის მხოლოდ იმ ფრენებს, რომლებიც სრულდება უკრაინული კომპანიის კოდით (Call sign).
SkyUp-ის სტატისტიკა: მოიცავს ყველა მგზავრს, რომელიც მათ თვითმფრინავებს გადაჰყავთ, მაშინაც კი, როდესაც ხომალდი იჯარითაა გაცემული უცხოურ კომპანიაზე და მათი სახელით დაფრინავს.
მენშიკოვის თქმით, უკრაინული საავიაციო რეესტრი რჩება საიმედო და კონკურენტუნარიანად, ხოლო ევროპული დაბალბიუჯეტიანი გიგანტები, როგორიცაა Ryanair, Wizz Air და EasyJet, უკვე აქტიურად ემზადებიან უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნის შემდგომი პერიოდისთვის.












