“ომიკრონის” შტამის გამო, თვითმფრინავში COVID-19-ით დაინფიცირების რისკი 2-3-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ Bloomberg-ს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სამედიცინო ექსპერტმა დევიდ პაუელმა განუცხადა.
ექსპერტის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში, COVID-19-ის ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ახალ წლამდე საგრძნობლად იმატებს მგზავრთა ნაკადი.
„როგორიც არ უნდა ყოფილიყო რისკი “დელტას” შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ “ომიკრონის” შემთხვევაში ის 2-ჯერ ან 3-ჯერ იზრდება“, – თქვა ექსპერტმა.
იმავდროულად, ინფიცირების ალბათობა უფრო მაღალია ეკონომ კლასში ვიდრე ბიზნეს კლასში, რაც თავის მხრივ მგზავრების რიცხოვრებას უკავშირდება.
დევიდ პაუელმა მგზავრებს მოუწოდა არ დაივიწყოთ ის რეგულაციები, რაც COVID-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანია: ატარეთ პირბადე ბორტზე, შეეცადეთ არ იყოთ მჭიდრო კონტაქტში სხვა მგზავრებთან და არ შეეხოთ სალონის ზედაპირებს.