COVID-19-ის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელების პრევენციის მიზნით, 1 დეკემბრიდან პოლონეთის რესპუბლიკაში შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შესული პირებისთვის საზღვრის კვეთის, კერძოდ კი საკარანტინე წესი იცვლება.

შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შესული პირები დაექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯებით.

14-დღიანი სავალდებულო კარანტინის შემცირება შესაძლებელია საზღვრის კვეთიდან მე-8 დღეს PCR ტესტის ჩატარების და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში.

მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართისა (სადაც გაივლის თვითიზოლაციას) და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ;

იკრძალება ავიამიმოსვლა შემდეგ ქვეყნებთან: ბოტსვანა, ესვატინი/სვაზილენდი, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ზიმბაბვე.

აღნიშნული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირები დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს (შეუძლებელია კარანტინის ხანგრძლივობის შემცირება ტესტის საფუძველზე);

1-დან 17 დეკემბრამდე (შეიძლება გახანგრძლივდეს) პოლონეთის რესპუბლიკაში ამოქმედდება შემდეგი შეზღუდვები:

წესდება 50%-იანი ლიმიტი ეკლესიებში, გასტრონომიულ ობიექტებში, სასტუმროებში, კულტურულ დაწესებულებებსა (კინოთეატრები, ოპერა, ფილარმონია, საკონცერტო დარბაზები) და სპორტულ ობიექტებში;

150-დან 100-მდე მცირდება სხვადასხვა ღონისძიებებსა და შეხვედრებში (მათ შორის ქორწილი, ნათლობა) მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კარანტინისგან თავისუფლდებიან ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით (დღეის მდგომარეობით, ესენია: Pfizer, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson) აცრილი მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებულ პირებზე არ ვრცელდება შიდა შეზღუდვებიც.