უახლოეს ხანებში უკრაინაში შესაძლოა ოპერირება კიდევ ორმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის რეგიონალური განვითარების მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა გააჟღერა.
„ჩვენ ახლოს ვარ კიდევ ორი ახალი ავიაკომპანიის დაფუძნებასთან, რომლებიც უკრაინაში იფრენენ. ერთი უცხოური, ხოლო მეორე ადგილობრივი კაპიტალით იქნება შექმნილი“, განაცხადა ომელიანმა.