ავიაკომპანია Oman Air-მა გადაწყვიტა, რომ 9 სექტემბრიდან First Class-ის რებრენდინგი მოახდინოს და მის ნაცვლად ახალი ბიზნეს კლასი Business Studio დანერგოს. თავდაპირველად სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ბანგკოკისა და ლონდონის მიმართულებით ფრენებზე.
ავიაკომპანია ამჟამად სთავაზობს პირველ კლასს თავისი ცხრა Boeing 787-დან მხოლოდ ორში: მათგან მხოლოდ ორს აქვს რვა ადგილიანი სალონი, რომელიც განლაგებულია ორ რიგში.
როგორც კომპანია გვპირდება, ბორტზე ახალი შეთავაზება გავლენას არ მოახდენს სალონის ფართო განლაგებაზე, კლასიკურ დასაკეცი სავარძლებზე და Wi-Fi-ზე წვდომაზე. ამავდროულად, ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს პირდება „უფრო კონკურენტულ ფასებს და მომსახურების ახალ მიდგომას“.
„პირველ კლასზე მოთხოვნა შემცირდა და ბაზრის ფრთხილი ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ მისი შეწყვეტა. ეს საშუალებას მოგვცემს ფოკუსირება მოვახდინოთ ბიზნეს კლასის სერვისის მიწოდებაზე, რომელიც უკეთ დააკმაყოფილებს თანამედროვე მოგზაურების მოლოდინებს“, – თქვა კონ კორფიატისმა, Oman Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ახალი Business Studio დაკომპლექტდება მსოფლიოში ყველაზე განიერი 208 სმ სავარძლებით, ინდივიდუალური ტიხრებით, 23 დიუმიანი პერსონალური ეკრანებით, უფასო Wi-Fi-ით და მენიუთი მომსახურების სერვისით.