2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მღელვარება ყველას გადაგვედო. სპორტის სულისკვეთებით სავსე დღეების გატარების შემდეგ, შეგიძლიათ ეწვიოთ თურქეთს ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს და აქ არსებული აქტივობების დამსახურებით ისევ დატკბეთ სპორტული ექსტრემით. აქ წყლის სპორტით და გოლფით დამთავრებული, შეგიძლიათ ყველა ტიპის სპორტით დაკავდეთ და შეიქმნათ დასამახსოვრებელი მომენტები.
წყლის სპორტი, დაივინგი თურქეთში
წყლის სპორტი, ოლიმპიადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა. მან უამრავი მაყურებელი მონუსხა თავისი განსაკუთრებულობით. ამ შემთხვევაში იგულისხმება დაივინგი. დაივინგი- ეს არის აქტივობა, რომელიც შესანიშნავი მეთოდია განტვირთვისთვის და ამას გარდა, კარგი საშუალება წყალქვეშა სამყაროს შესასწავლად. სწორედ ამ აქტივობისთვის განკუთვნილი უამრავი ადგილი არსებობს თურქეთში, რომლებიც დაივინგის მოყვარულებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, დაათვალიერონ წყლის ქვეშ არსებული ფლორა და ფაუნა და „აღმოაჩინონ“ იქაური სამყარო.
ანტალიაში, თურქულ რივიერაში შეხვდებით თურქეთის ყველაზე პოპულარულ სადაივინგო ადგილებს, რომლებიც ყურადღებას იპყრობენ თავიანთი ფერადი წყალქვეშა ფაუნითა და კლდოვანი ნაწილებით. სწორედ ასეთი ადგილია ქაში – ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმდიდრესი ტურისტული რეგიონი, რომელიც არამარტო თურქეთში, არამედ მსოფლიოშოი 10 საუკეთესო სადაივინგო ადგილს შორისაა. იგივენაირად შეგიძლიათ გაერთოთ მუღლასა და ალაჩათის ნახევარკუნძულებზე.
„ოლიმპიური გასეირნება“ თურქეთის სალაშქრო ადგილებზე
ოლიმპიადაზე რბოლა შთაგვაგონებს თურქეთის იმ სალაშქრო ადგილებს, სადაც ტურისტები ხშირად სეირნობენ და ეცნობიან ბუნებას. მაგალითად, ამ მხრივ გამოსარჩევია იდას მთები (Kaz Dağları); ასევე აღსანიშნავია ფრიგია, რომელიც ანატოლიის დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში, ახლანდელ აზიურ თურქეთში, მდინარე სანგარიოსზე მდებარეობს . მისი დაპყრობის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა იმდროინდელი დიდი იმპერიების რეგიონი. ფრიგიის გზა მიესალმება პროვინციებს ანკარას, აფიონკარაჰისარს, ესქიშეჰირსა და კუთაჰიას შორის. მარშრუტი იწყება Yazılıkaya-დან, რომელიც ფრიგიელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია და იგი გრძელდება ესქიშეჰირამდე. ესქიშეჰირში შეგიძლიათ ეწვიოთ ოდუნფაზარის უბანს, რომელიც 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიყვანეს. ფრიგიის გზის მარშრუტი 500 კმ-ის სიგრძისაა.
აღსანიშნავია ველოღონისძიებებიც. წლევანდელ ოლიმპიადაზე ხუთ დისციპლინაში მოეწყო ველორბოლები. თუ თქვენ ხართ ბაიკერი, ან ზოგადად მოგწონთ ველოსიპედით საინტერესო ადგილების აღმოჩენა, თქვენთვის შესაფერისი ადგილია ეგეოსის რეგიონი. სწორედ ამ ადგილებიდან იმართება EuroVelo 8-ის ღონისძიებაც. აქ თქვენ ნახავთ უძეველს ქალაქებსა და კურორტებს, რომლებიცაა პერგამონი, იგივე ბერგამა, ასევე ალაჩათი, სიღაჯიკი, ურლა და სხვ. ამ მხრივ საინტერესოა კურორტი ქემერიც.
მსოფლიო დონის გოლფი თურქეთში
თურქეთში გოლფის ისტორია დიდი ხანია რაც დაიწყო. 1895 წელს სტამბოლში დააარსეს გოლფის კლუბი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ამასთან, დიდი აღფრთოვანებაც დაიმსახურა ხალხის მხრიდან. ამის შემდეგ იგივე კლუბები შექმნეს თურქეთის სხვა ცნობილ ქალაქებშიც, რომლებიცაა ანკარა, ანტალია, მუღლა, იზმირი, სამსუნი და აიდინი. შემდგომ აშენდა ანტალიის პროვინციაში, ბელექში, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია თავისი ბუნებითა და სასიამოვნო კლიმატით. ბელეკი ანტალიაში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვასთან და სწორედ აქ განვითარდა გოლფის ტურიზმი ელვისებრი სისწრაფით. კურორტს აქვს პროფესიონალურად დაპროექტებული გოლფის მოედნები იმისათვის, რომ თქვენი თამაში დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი იყოს თქვენთვის.