ანალიტიკურმა პორტალმა Numbeo-მ 2025 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა ეფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომხმარებლების მიერ წარდგენილ მონაცემებს პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაჩვენებლების შესახებ.

რეიტინგის ლიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა, რომელმაც უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აჩვენა. სამეულში ასევე მოხვდნენ ანდორა და კატარი.

Numbeo-ს მიხედვით, ტოპ 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ტერიტორიაა:

არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE)

  • ანდორა
  • კატარი
  • ტაივანი
  • მაკაო
  • ომანი
  • მენის კუნძული
  • ჰონგ-კონგი
  • სომხეთი
  • სინგაპური

რეიტინგის თანახმად, ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნებია:

  • ჰაიტი
  • პაპუა-ახალი გვინეა
  • ვენესუელა
  • ავღანეთი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ჰონდურასი
  • ტრინიდადი და ტობაგო
  • სირია
  • იამაიკა
  • პერუ